სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა - ელექტროენერგიის წარმოება დაემატა. აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს. რას ნიშნავს ეს ინდუსტრიისთვის და რა ტიპის წახალისებაა ბიზნესისთვის, რა შესაძლებლობები ჩნდება ან რა აკლია შეთავაზებას?
სტუმრები: თორნიკე დარჯანია - "ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებელი;
გიორგი მარგებაძე - მცირე ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე