“აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ კომპანიებს საშუალება ექნებათ, სასურველ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ინდივიდუალურად მიიღონ. პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, კომპანია 5000 ევროს, დოლარს აn ფუნტს მიიღებს. როგორ აფასებს კერძო სექტორი ახალ პროგრამას? არის თუ არა საკმარისი გამოფენებში მონაწილეობა უცხოურ ბაზარზე შესასვლელად და რა პრობლემებს აწყდებიან მეწარმეები?