მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით საქართველოში ოპერირება ლიდერმა BPO კომპანია Teleperformance-მა დაიწყო

აწარმოე
BM. GE
04.11.23 19:44
90
სტატიაში საუბარია:

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ძალისხმევითა და მჭიდრო თანამშრომლობით ციფრული ბიზნესსერვისებისა და მომხმარებელთა მომსახურების (CX) გლობალურმა ლიდერმა, ფრანგულმა კომპანია Teleperformance-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.

ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდების სერვისის (BPO) ინდუსტრიის წამყვანმა კომპანიამ საქართველოში საქმიანობის დაწყება ქვეყანაში არსებული იმ უპირატესობების სიღრმისეულად შესწავლის შედეგად გადაწყვიტა, რომელსაც საქართველო უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს.

საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილებისას მთავარი როლი ითამაშა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სხვადასხვა უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა, განათლებული მუშახელი, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხარჯების ეფექტურობა.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მოიპოვა საკუთარი ნიშა BPO ინდუსტრიაში და ჩამოყალიბდა ახალ კონკურენტუნარიან მოთამაშედ გლობალურ მომხმარებელთა მომსახურების ბაზარზე. ფრანგული კომპანია Teleperformance BPO ინდუსტრიის ტოპმოთამაშეა, რომელმაც საქართველოში ინვესტირებითა და საქმიანობის დაწყებით დაადასტურა ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, რომ აქ არსებული ჯანსაღი ბიზნეს გარემო და შესაძლებლობები ძლიერ კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

Teleperformance 1978 წელს საფრანგეთში შეიქმნა. კომპანია მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის, კონტენტის მოდერაციის, კომუნიკაციის უზრუნველყოფითა და ტელემარკეტინგის სფეროში უდიდესი გამოცდილებითაა ცნობილი.

Teleperformance ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით 410 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები