მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოში" REUTERS-სგან $354 ათასად სარეკლამო მომსახურებას ყიდულობს

აწარმოე

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა "აწარმოე საქართველოში" REUTERS NEWS AND MEDIA LTD-სთან სარეკლამო მომსახურებაზე 354 000 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულება კომპანიასთან 25 აგვისტოს გაფორმდა და 2026 წლის 31 იანვრამდე იქნება მოქმედი.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, REUTERS-ზე ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის ვიდეო რგოლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და სხვა თემებზე სტატიები უნდა მომზადდეს. ვიდეო რგოლების ძირითადი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი იქნება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, REUTERS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიების მოცულობა 1000 სიტყვამდე უნდა იყოს და სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში გამოქვეყნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები