მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენაზე ფონდმა "ქართუმ" დღემდე 9 მლნ-ზე მეტი გამოყო - მთავრობა

აწყურის ტაძარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მეუფე თეოდორესთან ერთად, აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის რეაბილიტაციისთვის ფონდმა “ქართუმ” დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

მთავრობის მეთაური პროექტის დეტალებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაეცნო. ტაძარი, რომლის მშენებლობაც დასრულების ეტაპზეა, იმ ისტორიული იერსახით აღდგა, რაც მას თავდაპირველად ჰქონდა და აღდგენილ ტაძარზე შენარჩუნებულია უძველესი დეტალები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გუმბათის გადახურვა.

მთავრობის მეთაურს მეუფე თეოდორემ, მრევლის სახელით, საჩუქრად წმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები