„აუცილებელია ქვეყნის გენერაციის ობიექტები ექსპულატაციაში მაქსიმალურად შევიდნენ“ - ამის შესახებ Forbes Talks-თან ინტერვიუში CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
ზურაბ გელენიძის განმარტებით, ქვეყანას უნდა შეეძლოს, რომ ადგილობრივი მოხმარება დააკმაყოფილოს, რადგანაც გაზრდილი რეგიონული გაურკვევლობის ფონზე, რა იქნება თუნდაც 5 თვეში წინასწარ რთული განსაზღვრია.
"გენერაციის ობიექტების მაქსიმალური რაოდენობით ექსპულატაციაში შესვლა უნდა მოხდეს. აუცილებელია განვავითაროთ განახლებადი ენერგიის წყაროები, მცირე ჰიდროელექტროსადგურები, ქარის სადგურები, მზის სადგურები. ასევე ექსპულატაციაში უნდა შევიდეს ახალი თბოელექტროსადგურები. ჩვენ არ ვიცით ხუთ თვეში რა შეიძლება მოხდეს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ჩვენი სიმძლავრეებით გადაზღვევა საკუთარი გენერაციის ქონით. 4 გიგავატი სიმძლავრე, რომელიც ქვეყანას ამჟამად აქვს დადგუმული ობიექტების სახით, არ არის სამყოფი“ - ამბობს ზურაბ გელენიძე.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ენერგო ბაზრის სტრუქტურა, CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე ფიქრობს, რომ ბაზარი დარეგულირებული და ლიბერალური უნდა იყოს, რისი პროცესიც ქვეყანაში უკვე დაწყებულია.