"იმისთვის, რომ ადამიანებმა ისაუბრონ ხვალ ან ერთი თვის, ერთი წლის შემდეგ ან 5 წლის შემდეგ, როგორ იქნება ლარის კურსი, აუცილებელია რომ ჩვენს ქვეყნაში გვქონდეს ლარის შეფასების და მისი მართვის ეროვნული სტრატეგია და პოლიტიკა", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კახა ჩარგეიშვილმა განუცხადა. Wall Street-ის ქართველი ფინანსისტი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს არასტანდარტული ინსტრუმენტები, რომელიც ყველა ქვეყანაში თავისებურია.
"არის გაკრვეული ისტრუმენტები, რომელიც უნდა შექმნას ეროვნულმა ბანკმა რომლის მეშვეობითაც ხდება ლარის კურსის მართვა, ანუ უნდა შეიმუშავოს ისეთი ტრადიციული და სტანდარტული მეთოდოლოგია რომლითაც ხდება ეროვნული ვალუტის მართვა და ასევე უნდა შეიმუშაოს არასტანდარტული ინსტრუმენტებიც, რომელიც ყველა ქვეყნაში არის ძალიან თავისებური. როდესაც ჩვენთან არავინ საუბრობს ამაზე ძალიან ძნელია რომ დასაბუთებულად და დამაჯერებლად თქვა ხვალ ლარის კურსი როგორი იქნება“ - ამბობს ჩარგეიშვილი. მისივე თქმით, ცენტრალური ბანკის მხრიდან ინტერვენციები ყველაზე პრიმიტიული მეთოდია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები იყენებენ.
„ეს არის ყველაზე პრიმიტიული მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნებში ეროვნული ბანკები ხმარობენ.
ჩვენ გვჭრდება გარკვეული ინსტრუმენტები ფრაგმენტულად, ჩვენ უნდა შევქმნათ გარკვეული ინსტრუმენტები, რომელიც საქართველოში მოქმედ ბიზნესმენებს და უცხოეთიდან შემოსულ ბინესებს მისცემს საშუალებას რომ მოახდინოს ლარის კურსის ჰეჯირება ანუ დაზღვევა ნებისმიერ დროს. ასევე მოახდინოს მისი რეალური ფასის განსაზღვრა ასევე კაპიტალის ღირებულების რეალური განსაზღვრა ქვეყანაში.
როდესაც განისაზღვრება საბაზრო მექანიზმი გაცილებით ადვილი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის თუ ქართველი ინევსტორისთვის ბიზნესის დაწყება და ეს ყველაფერი აისახება ორ ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრზე რაც არის ძალიან მარტივი აქსიომა თუმცა ხშირად ავიწყდებათ ხოლმე ქართულ რეალობაში - ეს არის : 1) ჩვენ გვჭირდება შევქმნათ სამუშაო ადგილები იმიტომ რომ ქვეყნაში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა დასაქმების მხრივ 2) იმ ადამიანებისთვის ვინც არიან დასაქმებულები უნდა მოხდეს ხელფასების და რეალური დონის ზრდა. აი ამ მაჩვენებლებით საქართველო ასეულშიც ვერ შედის მსოფლიოში და არის ძალიან ბევრი მაგალითები, როდესაც შეგვიძლია ქართული ეკონომიკა შევადაროთ სხვა ქვეყნის ეკონომიკებს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ლატვია და კვიპროსი სადაც მოსახლეობა და რესურსები არის გაცილებით ნაკლები მაგრამ ქმნიან ქართულ ეკონომიკაზე ორჯერ და სამჯერ მეტ პროდუქციას.

























