მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია სტუდენტები იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს - გამყრელიძე

61348a3f697c2
BM.GE
05.09.21 13:10
2785
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი უსაფრთხო სკოლის და უნივერსიტეტების კონცეფციაზე საუბრობს და პედაგოგებს, უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა დასწრებული სასწავლო პროცესი განახლდეს.

"სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა, მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში - სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში. განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა.

გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი," - აცხადებს ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან იტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები