მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე

606f06ca5e766
ინგა მურუსიძე
08.04.21 18:00
20342
ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე გეგმავს, რომ ახალ რესტორანში, რომლის გახსნასაც აპირებს, აუცრელ თანამშრომლებს შტატში არ აიყვანს.

როგორც მან bm.ge-სთან საუბარში განმარტა, ამ მოსაზრების გამო მკაცრად გააკრიტიკეს, თუმცა ფიქრობს, რომ თუკი თანამშრომელი „აცრას არ გაიკეთებს და ასეთ სიბნელეში ცხოვრობს, მასთან მაინც ვერ იმუშავებს“.

„ჩემი პირადი გადაწყვეტილებაც არის და ინიციატივაც, რომ თანამშრომლებიც და სტუმრებიც დაცული იყვნენ კორონავირუსის გავრცელებისგან. ჯერ ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ხომ იქნება? ერთ თვეში ხომ დაგვიძახებენ და აგვცრიან? ზოგმა ფაშისტი მეძახა ამ პოზიციის გამო, მაგრამ ვინც ოდნავ მაინც მიცნობს, იცის, რომ ფაშისტი ნამდვილად არ ვარ. მე არ ვთვლი, რომ ეს ფაშიზმია.

არავინ მიმყავს ძალით ასაცრელად, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ვაქცინები უნდა გაიკეთონ და ამ სიბნელეში არიან, ერთად ვერ ვიმუშავებთ. როდისმე ხომ უნდა გავიხსნათ? მე დაგეგმილი მქონდა ახალი რესტორნის გახსნა, მაგრამ არ ვხსნი იმიტომ, რომ ყველა დაცული იყოს იქ - სტუმარი, თანამშრომელი, მომსვლელიც, წამსვლელიც და ყველაც“, - განაცხადა თაკო დოლაბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა იხილავს  კონცეფციას, რომელიც სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. დღეს კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ობიექტებს, სადაც თანამშრომელთა 80% აცრილი იქნება, შეიძლება უსაფრთხოს სტატუსი მიენიჭოს.

თაკო დოლაბერიძე ამბობს, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს.

„მთავრობის ინიციატივის მომხრე კი არ ვარ, არამედ ვთხოვ, გააკეთონ ეგ. სხვა რესტორნები არათუ ამყვებიან, ამაზე გვიმსჯელია კიდეც და ერთობლივი აზრი გვაქვს. ყველას უნდა ნორმალური და წყნარი მუშაობა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები