თიბისი დაზღვევის მხარდაჭერით Audi-მ ახალი, სრულიად ელექტრო მოდელი, "Q8 იტრონი" წარადგინა. ახალი მოდელი მის წინამორბედებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული 3 ძირითადი კომპონენტი, ესენია: აეროდინამიკა, ბატარეის მოცულობა და ძრავის ეფექტიანობა. აღსანიშნავია ისიც, ავტომობილი სრულიად ახალი დიზაინითაა შექმნილი და "ლედ მატრიცული ფარებით" არის აღჭურვილი. Audi-მ ახალ მოდელთან ერთად ასევე აუდის კლუბი წარადგინა, რომლის წევრებსაც განსაკუთრებული სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, გარდა ამისა, აუდის ცენტრის მომხმარებლები სპეციალურ პირობებს თიბისი დაზღვევისაგანაც მიიღებენ.