მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Audi-მ ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილი RS E-Tron GT წარადგინა

Audi RS E-Tron GT

გერმანულმა Audi-მ თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილი RS E-Tron GT Performance-ი წარადგინა, რომელიც Porsche Taycan-ის ბაზაზეა აგებული. 2025 წლის მოდელი გამოირჩევა შთამბეჭდავი 912 ცხენის ძალით, რაც საშუალებას აძლევს მას 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარდეს მხოლოდ 2.5 წამში. Audi-ს ახალი ელექტრომობილი აერთიანებს მაღალი წარმადობას, თანამედროვე დიზაინს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც მას განსაკუთრებით კომპეტენტურ სპორტულ სედანად აქცევს.

Audi E-Tron GT Performance-ის დიზაინი ძლიერი და დინამიკურია, რაც ამ ავტომობილს ანიჭებს სპორტულ და ელეგანტურ ვიზუალს. მისი ინტერიერი მოიცავს: სპორტულ საჭეს, განახლებული სავარძლებს და თანამედროვე ელექტრონულ სისტემებს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და მოქნილობას.

ბაზარზე Audi E-Tron GT-ის რამდენიმე ვერსია იქნება წარმოდგენილი: S E-Tron GT მოდელი აღჭურვილია 670 ცხენის ძალით და შეუძლია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარდეს 3.4 წამში; ხოლო RS E-Tron GT ვერსია 844 ცხენის ძალით და 2.8-წამიანი აჩქარებითაა აღჭურვილი. RS E-Tron GT Performance კი Audi-ს ისტორიაში პირველი ელექტრომობილია, რომელიც აღჭურვილია 912 ცხენის ძალით და შეუძლია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარდეს 2.5 წამში.

ელექტროძრავასთან ერთად, Audi E-Tron GT იყენებს გაუმჯობესებულ ბატარეას და დამუხტვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს 610 კილომეტრის მანძილის გავლას ერთი დამუხტვით. ბატარეის ტევადობა გაიზარდა 105 კილოვატამდე, რაც ავტომობილს მეტი ენერგიის შენახვას საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, დამუხტვის სისტემაც ასევე გაუმჯობესებულია. მაგალითად, მისი 10-დან 80%-მდე დამუხტვა მხოლოდ 18 წუთშია შესაძლებელი სწრაფი დამტენის დახმარებით.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ Audi E-Tron GT არის შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც სურს განიცადოს სისწრაფე, კომფორტი და ინოვაცია ერთ ავტომობილში, თანაც გერმანული ხარისხით. უშუალოდ ფასს რაც შეეხება, საბაზისო მოდელის ღირებულება 135,000 დოლარიდან იწყება, ხოლო RS E-Tron GT Performance-ის ფასი $172,000-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები