ავტომწარმოებელი Audi 2022 წლისთვის ხარჯების 12 მილიარდი დოლარით შემცირებას გეგმავს. ამ თანხით კი ის ელექტროავტომობილების წარმოებაში ინვესტირებას მოახდენს.
Reuters წერს, რომ ხარჯების შეკვეცა ძირითადად კვლევითი და საინჟინრო სამუშაოებს შეეხება. კომპანია შეძლებს გამოთავისუფლებული თანხების ინვესტირება ისეთ ტექნოლოგიებში მოახდინოს, რომელსაც გარემოს დამაბინძურებელი გამონაბოლქვი ნულოვანი ექნება. ტექნოლოგია Porshe-სთან ერთად შემუშავდება.
Audi უახლოეს მომავალში შვიდიდან ოთხი ტოპ მენეჯერის შეცვლასაც გეგმავს.

























