მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: "აწარმოე საქართველოში" პრობლემური ბენეფიციარების შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს

5b9f9a0a22c78
თამუნა დემეტრაშვილი
17.09.18 16:08
1128
სსიპ "აწარმოე საქართველოში" პრობლემური ბენეფიციარების შესახებ სრულ ინფორმაციას ვერ ფლობენ, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში ისიც აღნიშნულია, რომ კონტრაქტორი კომპანიები ხშირ შემთხვევაში არ ასრულებენ მოთხოვნას და სახელმწიფო სსიპ-ს არ აწვდიან პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარების მონიტორინგის პერიოდულ ანგარიშებს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, "აწარმოე საქართველოში" 2017 წელს მხოლოდ 46 ბენეფიციარის შესახებ ფლობდა ინფორმაცია, რომლებმაც კონტრაქტის და დაფინანსების პირობები ვერ შეასრულეს. მათ მიერ მიღებული დაფინანსება კი 315 ათასი ლარი იყო. კანონის მიხედვით, აღნიშნული ფული სახელმწიფოს უნდა დაბრუნებოდა, თუმცა როგორც აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი "თანხა აწარმოე საქართველოში"-ს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული, როგორც მოთხოვნა და არც მათი დაბრუნებისთვის განხორციელებულა ქმედებები".

აუდიტის სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ "აწარმოე საქართველოში" ვერც კონტრაქტორი კომპანიების მომსახურების ხარისხს ამოწმებენ. შეგახსენებთ, რომ სსიპ აწარმოე საქართველოში ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რის ფარგლებშიც ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 4 კომპანიასთან. ესენია: შპს "თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი", "რეგიონული განვითარების ასოციაცია", "საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია-საქართველოს სკაუტები" და შპს "ჯი ემ სი ჯი". სწორედ აღნიშნული კონტრაქტორი კომპანიების რეკონემდაციების საფუძველზე გასცემს "აწარმოე საქართველოში" ბიუჯეტის ფულს, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები