მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტი: პოლიცია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ეფექტურად ვერ რეაგირებს

5b0ec3232bce2
მეგი კავთუაშვილი
30.05.18 19:33
864
აუდიტის სამსახურის ცნობით, საპატრულო პოლიცია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ეფექტურად ვერ რეაგირებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა და პრობლემები გამოავლინა. აუდიტის ცნობით, ხარვეზებია როგორც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ფუნქციონირებაში, ისე სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენასა და შემდგომ რეაგირებაში.

"ქვეყანაში საკმარისად ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა, რადგან რადარების რაოდენობა მცირეა და ხშირად მათი გამოყენება ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება. აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება, თუ სექციური რადარები დროულად დამონტაჟდება და ამოქმედდება, ხოლო შესაბამისი თანამშრომლები სიჩქარის მზომი ხელსაწყოებით აღიჭურვებიან, განსაკუთრებით ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არ აკონტროლებს საპატრულო პოლიცია და არც რადარებით კონტროლდება.

ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ფუნქციონირებაში არსებული პრობლემები - ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ნაწილი, რომელიც ავლენს საგზაო წესების სხვადასხვა სახის დარღვევებს (სიჩქარის გადაჭარბების გარდა), არ არის ტექნიკურად გამართული. საპატრულო პოლიციის საქმიანობაში არსებული ნაკლოვანება - უკონტაქტო პატრულირების არსებული მოდელი და მასშტაბები ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, რადგან შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მოქმედების ზონები, სამუშაო დრო, არ გააჩნიათ სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რის გამოც ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების დაფიქსირება, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები