მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტი: რკინიგზა მიიჩნევდა, რომ არ წარმოადგენდა აუდიტის შემოწმების ობიექტს

5b2c9639f3fd6
BM.GE
22.06.18 10:25
1452
საქართველოს რკინიგზა აუდიტის სამსახურისთვის უწყებაში აუდიტის ჩატარების უფლების არ მიცემის გამო, საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა. ჯარიმის მოცულობა 1000 ლარს შეადგენს. "სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს „საქართველოს რკინიგზის“ 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი 2016 წელს დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ აუდიტის მიმდინარეობისას, „საქართველოს რკინიგზამ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორული საქმიანობისთვის აუცილებელი ყველა გამოთხოვილი მასალა და ინფორმაცია მიაწოდა.

ამავე დროს, „საქართველოს რკინიგზა“ მიიჩნევდა, რომ ის არ წარმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების ობიექტს, რის გამოც მიმართა სასამართლოს.
„მიუხედავად სასამართლო დავისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, „საქართველოს რკინიგზის“ 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი განახორციელა და დასკვნა გამოაქვეყნა.
სასამართლოს ორივე ინსტანციამ, 2017 წელს, დავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მოგვიანებით, 2017 წლის ბოლოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კვლავ მიმართა სს „საქართველოს რკინიგზას“ და ეფექტიანობის აუდიტის დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაცია გამოითხოვა.

„საქართველოს რკინიგზამ“ იმავე მოტივით, კვლავ დაიწყო სასამართლო დავა, რაც ორივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სასარგებლოდ დასრულდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის დაგეგმვისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს კანონის შესაბამისად ახორციელებს“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ BMG-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

ექსკლუზივი: საქართველოს რკინიგზას აუდიტის სამსახურმა სასამართლო დავა მოუგო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები