აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანას საექსპორტო პროდუქციის მეტი დივერსიფიკაცია ესაჭიროება. ამის შესახებ საუბარია დასკვნაში, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული, რომ წელს, 2017 წელთან შედარებით, ექსპორტი 27%-ით, ხოლო იმპორტი 21%-ითაა გაზრდილი, თუმცა ქვეყნის ექსპორტი კონცენტრირებულია რამდენიმე ძირითად პროდუქტზე და მისი მრავალფეროვნება უფრო ნაკლებია, ვიდრე შესადარ ქვეყნებში. (ალბანეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, მაკედონია, უკრაინა და ა.შ.) ,, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველომ მოახდინოს საექსპორტო პროდუქციის უფრო მაღალი დივერსიფიკაცია, რისთვისაც განსაკუთრებული როლი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უჭირავს.“-ნათქვამია დოკუმენტში.

























