მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ინფორმაციის სარეზერვო ასლების შექმნისკენ მოუწოდებს

5ba4f64b53177
თამუნა დემეტრაშვილი
21.09.18 20:00
848
აუდიტის სამსახური, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ინფორმაციის სარეზერვო ასლების შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საუბარია ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ფინანსურ აუდიტის ანგარიშში.

,,ორგანიზაციაში არ არსებობს სარეზერვო ასლების შენახვის პოლიტიკა, ამიტომ შესაძლოა დაკარგული ინფორმაციის აღდგენა შეუძლებელი ან დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული აღმოჩნდეს, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის უწყვეტ საქმიანობაზე.“-ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში მოხსენიებულია 2017 წლის 2 მაისის ინციდენტი, როცა სააგენტოში დაფიქსირდა კიბერ თავდასხმა, რის შედაგენაც დაიბლოკა სერვერებზე განთავსებული ფაილური სისტემა და პროგრამები. ,, დაშიფრულია და შესაძლებელია დაკარგული იყოს სხვადასხვა პერსონალური და კრიტიკული ინფორმაცია.“-აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, აუდიტის სამსახურში შიშობენ, რომ მსგავსი ინციდენტები შესაძლოა შეიცავდნენ სააგენტოს საქმიანობისთვის სხვა მნიშვნელოვან რისკებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები