მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტი: სახელმწიფო საწარმოები ფისკალური რისკების მნიშვნელოვანი წყაროა

5bc70a689ac5e
თამუნა დემეტრაშვილი
17.10.18 14:09
895
აუდიტის სამსახური სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებების აღრიცხვას და მათი რისკიანობის შეფასებას ითხოვს. ამის შესახებ საუბარია აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი საწარმოების გაკოტრების, ან გადახდისუუნარობის შემთხვევაში, ვალდებულებების გასტუმრება სახელმწიფოს უწევს, ამიტომაც მისი ანალიზი, ფისკალური რისკების ეფექტურად მართვისთვის არის აუცილებელი. დოკუმენტში კონკრეტული მაგალითიცაა დასახელები, კერძოდ შპს ,,მექანიზატორი“, რომლის 142 მილიონიანი სასესხო და სალიზინგო ვალდებულებები, 2012-17 წლებში ბიუჯეტმა გადაიხადა. აუდიტის სამსახური უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი არ ახლავს თან.

სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების ოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა ბოლო მონაცემებით მაინც რჩება 106 საწარმო, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის. აქედან 53 მოქმედი, ამდენივე კი უმოქმედოა. საწარმოების უმეტესობა კი არამომგებიანია. სახელმწიფო წილებს ფლობს სხვადასხვა სექტორის საწარმოებში, თუნდაც ისეთებში, როგორიცაა სამედიცინო და აგრარული სექტორი. მათ შორის, მაგალითად სახელმწიფო ფლობს მეფრილველეობის საწარმო "თეკოს" 90%-ს; ფეხსაცმლის საწარმო "დემეტრე 96"-ის 100%-ს, "ვარდისუბნის" 70%-ს და ა.შ. ასეთი საწარმოების რისკიანობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც საუბრობს. ფონდის პროგრამის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი საწარმოების ნახევარი თავიანთი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მთავრობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები