სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.