მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის დასკვნა: შსს ვიდეოჯარიმების ამოღების ეფექტიანობას ვერ უზრუნველყოფს

5b0ecda1cecdc
მეგი კავთუაშვილი
30.05.18 20:10
1122
აუდიტის სამსახურის ცნობით, საპატრული კოლიცია ვერ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის დარღვევის დროს გამოწერილი ჯარიმების ეფექტიან მიწოდებას მძღოლებისთვის. აუდიტის პერიოდში გამოვლინდა საეჭვო ფაქტები, როდესაც „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლები არაეფეტურად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი კი შპს „საქართველოს ფოსტასთან“ დადებული ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულების მონიტორინგს არ ახდენდა.

„2017 წლის 1 ნოემბრამდე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ვიდეოჯარიმების ჩაბარების და შესაბამისად მისი ამოღების საკითხი, რაც ამჟამად სამართლებრივად უკვე დარეგულირებულია, თუმცა პრაქტიკული შედეგები არსებული მდგომარეობით უცნობია. კერძოდ, შპს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლები, რომლებიც სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებული არიან საცხოვრებელ მისამართზე ჩააბარონ დამრღვევს ვიდეოჯარიმის ქვითარი, შესაძლოა არაეფექტიანად ასრულებდნენ მოვალეობას სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ არ ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტასთან“ დადებული ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულების მონიტორინგი და ინსპექტირება. შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს, თუ რა ნაწილშია შესაძლებელი ჯარიმების ჩაბარების პროცესის გაუმჯობესება.“
ვიდეოჯარიმების ჩაბარების პრობლემა არც ამ ეტაპზე აქტუალურობას.

„პრობლემის გადასაჭრელად, 2017 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი (ჯარიმის sms შეტყობინებით ჩაბარება), რომელიც, დიდი ალბათობით, შეამცირებს ჩაუბარებელი და გადაუხდელი ვიდეოჯარიმების ოდენობას. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელიც სისტემის სრულყოფილად მუშაობას ხელს შეუშლის. ასეთია მაგალითად ის გარემოება, რომ შსს-ს მონაცემთა ბაზაში რეგისტირებული ავტომანქანების 30%-ის მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული, რის გამოც მათთვის sms შეტყობინებების გაგზავნა ვერ ხერხდება“ - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც აუდიტი მიუთითებს კერძო კომპანიების მიერ გადაუხდელი ვიდეო ჯარიმებია. ჯამში ასეთი კატეგორიის და გადაუხდელი სტატუსის მქონე ვიდეოჯარიმების ღირებულებამ 2016 წლისათვის თითქმის 450 ათასი ლარი შეადგინა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, შსს ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაგზავნას აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იძულებითი აღსრულების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია არც ფოსტის საშუალებით იგზავნება. შედეგად, იმ კერძო კომპანიებზე, რომლებიც არ იხდიან ჯარიმებს, იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები