მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახური აფხაზეთის ა/რ დეპარტამენტებში თანამშრომელთა დისციპლინის კონტროლს ითხოვს

5c07e236e7451
თამუნა დემეტრაშვილი
05.12.18 18:34
609
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთისა/რ დეპარტემენტებში თანამშრომელთა დისციპლინის კონტროლს ითხოვს.

ამის შესახებ საუბარია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის დოკუმენტში, რომელიც უწყებების 2017 წლის საქმიანობას მოიცავს.

აუდიტის სამსახურის კრიტიკის ობიექტი დევნილთა საქმეების, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტები გახდნენ. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მიერ დარღვეულია სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის დრო, ელექტრონული კონტროლის სისტემებს კი, უწყებები სათანადოდ არ იყენებენ.

„შესწავლის საფუძველზე, იმ პირობებში როდესაც დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ირიცხებოდა 46 თანამშრომელი, ნოემბერში გამოვლინდა 31 შემთხვევა, ხოლო დეკემბერში − 26 შემთხვევა, როდესაც გვიან მოსვლის და/ან ადრე გასვლის შემთხვევები, არ არის დასაბუთებული არანაირი დოკუმენტით, თუმცა ტაბელში დაფიქსირებულია მათი სამსახურში ყოფნა სრული სამუშაო დღით“-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. ანალოგიური პრობლემა დაფიქსირდა იუსტიციის დეპარტამენტშიც, შესაბამისად, აუდიტის სამსახური ეჭვობს, რომ ხელფასების გაცემა კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხორციელდება. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ შრომის დისციპლინის მოწესრიგებისა და ხელფასის გაცემის მეტი სანდოობისათვის უზრუნველყოფილ იქნეს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების კონტროლის გაძლიერება“, - აღნიშნულია დასკვნაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები