მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახური დღეს სამაგალითო ინსტიტუციაა - მექვაბიშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა

632b21de92b6d
ინგა მურუსიძე
21.09.22 18:32
675
ეს იყო საინტერესო, დინამიური, გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, - ამის შესახებ უკვე ყოფილი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მექვაბიშვილი დღეს თანამშრომლებს დაემშვიდობა.

„დასრულდა ჩემი 5-წლიანი ვადა საქართველოს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. ეს იყო საინტერესო, დინამიური, გამოწვევებით აღსავსე პერიოდი.

მეამაყება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა შევძელით გაგვეძლიერებინა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს სამაგალითო სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც დგას დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმის, პრინციპების ერთგულების, გამჭირვალობის, კეთილსინდისიერების ფუნდამენტზე. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო აღიარება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოცხადებული ნდობა. კერძოდ:

• 2018 წლიდან სამსახური ახორციელებს მსოფლიო ბანკის (WB) და USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტებს;
• INTOSAI IDI (SAI PMF) შეფასებით, აუდიტის სამსახური ორგანიზაცილი და პროფესიული განვითარებით გაუთანაბრდა ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციებს;
• მსოფლიო ბანკის მაღალი შეფასება დამოუკიდებლობის ინდექსის მიმართულებით;
• IntoSAINT-ის უმაღლესი შეფასება პროფესიული კეთილსინდისიერების მიმართულებით;
• PEFAS უმაღლესი შეფასება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით დადგენილი აუდიტის დაფარვის მიმართულებით;
• Delloitte და PwS -ის მიერ ჩატარებული აუდიტებით მიღებული უპირობო დასკვნები.

ჩვენ შევქმენით კანონისა და მაღალპროფესიული პრაქტიკის ერთობლივი ძალისხმევის მაღალი სტანდარტი. ვუსურვებ ახლადარჩეულ გენერალურ აუდიტორს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შემდგომ განვითარებას და წარმატებებს! ვრჩები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთგულ გულშემატკივრად!“, - წერს ირაკლი მექვაბიშვილი facebook-ში.

შეგახსენებთ: პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილი აირჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები