მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის სამსახური მერიის კეთილმოწყობის სამსახურს დარღვევებში ამხელს

58639ab3bdd72
ელენე გოგბერაშვილი
28.12.16 14:56
1309
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013-2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტი ერთ-ერთ დარღვევად კეთილოწყობის სამსახურსა და მთაწმინდაზე საბაგირო გზის გაყვანის სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია DOPPELMAYR-თან გაფორმებული ხელშეკრულებას ასახელებს.

როგორც აუდიტის ანგარიშშია განმარტებული, მთაწმინდაზე საბაგირო გზის ფუნქციონირების აღდგენის მიზნით ავსტრიულ კომპანია "გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მერიის მხრიდან ვალდებულებები აღებულია შესასრულებელ სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვის, საპროექტო დოკუმენტაციის, გეოლოგიური დასკვნების, პროექტის განხორციელებისათვის საჭირო გარემოებების შესწავლის, თანმდევი რისკების გათვალისწინებისა და საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის წარმოდგენის გარეშე. კომპანია DOPPELMAYR-ისათვის წინასწარი ანგარიშსწორებით საბანკო გარანტიისა და მატერიალური ფასეულობის მიღების გარეშე გადარიცხულია სულ 4,064.3 ათასი ევრო მაშინ როდესაც, ხელშეკრულებით 2,765.0 ათასი ევროს გადახდა უნდა განხორციელებულიყო მისაწოდებელი ტექნიკის თბილისში დასაწყობების შემდეგ.

საბაგირო გზის მშენებლობისათვის 2012-2013 წლებში ბიუჯეტიდან გაწეულია სულ 12,580.4 ათასი ლარის საკასო ხარჯი. დღეის მდგომარეობით კი შესრულებულია მხოლოდ 604.6 ათასი ლარის სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები