სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013-2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევები, მათ შორის საუბარია არაეფექტურად გახარჯულ საბიუჯეტო რესურსზე. როგორც აუდიტის დასკვნაშია განმარტებული, აუდიტის პროცესში კეთილმოწყობის სამსახურისა და შპს "უძრავი ქონება თბილისი“-თანამშრომლებთან ერთად შესრულებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ დღეის მდგომარეობით დამონტაჟებული ლიფტები და საპირფარეშოები საერთოდ არ ფუნქციონირებს, სამეთვალყურეო სისტემიდან კი ფუნქციონირებს მხოლოდ მცირე ნაწილი: კერძოდ 47 გადასავლელში დამონტაჟებული 51 გარე გამოყენების ანტივანდალური ინფომონიტორიდან მუშაობდა მხოლოდ 13 ცალი, ასევე 47 გადასასვლელში დამონტაჟებული 100 ცალი ვიდეო კამერიდან 11 გადასასვლელში ფუნქციონირებს მხოლოდ 26 ცალი, ხოლო 21 ვიდეოკამერა საერთოდ ადგილზე არ აღმოჩნდა. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე აუდიტის პროცესში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისსამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამერნტიდან 2016 წლის 18 აპრილის გამოგზავნილი 255 წერილით. საპირფარეშოების არ ფუნქციონირების მიზეზად სახელდება აღნიშნულ გადასასვლელებში საკანალიზაციო ქსელის არ არსებობა, რაც შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის არასწორ დაგეგმარებაზე მიუთითებს.
ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად შესყიდული მატერიალური ფასეულობებისადა შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებადი სამეთვალყურეო სისტემის გათვალისწინებით არაეფექტურად გახარჯულმა თანხებმა სულ შეადგინა 831,6 ათასი ლარი.

























