მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახური ვალების განულებასთან დაკავშირებულ საკითხს არ შეისწავლის

5bf28f715ed95
თამუნა დემეტრაშვილი
19.11.18 14:23
1220
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალების განულებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივის შესწავლას არ აპირებს. როგორც bm.ge-ს სამსახურში განუცხადეს, მათ ამ მასშტაბის თანხებთან დაკავშირებული მოკვლევის ჩატარების კომპეტენცია არ აქვთ.

"ჩვენ კანონიმდებლობის ფარგლებში ვსწავლობთ საარჩევნოდ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, თუ თანხა 100 ლარამდეა", - განაცხადეს აუდიტის სამსახურში. ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, 100 ლარზე ზევით თანხების შემთხვევაში საკითხის შესწავლა უკვე სამართალდამცავების პრეროგატივა ხდება.

Bm.ge-მ აუდიტის სამსახურს შეკითვით მიმართა, აპირებს თუ არა სამსახური ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივის შესწავლას.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობამ გაახმოვანა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ე.წ. ,,შავ სიაში“ მყოფ 600 ათას ადამიანს გადაუხდელი საკრედიტო ვალდებულებები გაუნულდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა, ვალების პორთფელები საქველმოქმედო ფონდმა "ქართუ" შეისყიდა და ფულს საფინანსო ინსტიტუტებს სწორედ ის გადაუხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები