სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი 2019 წლისთვის 11%-ით გაიზრდება და 16 მილიონ 171 ათას ლარით განისაზღვრება, საიდანაც 15 მილიონ 831 ათასი საკუთრივ სამსახურის, დანარარჩენი კი სსიპ-საჯარო აუდიტის ინსტიტუტის იქნება. საბიუჯეტო განაცხადი პარლემენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა წარადგინა.
გაზრდილი დაფინანსება ძირითადად საჯარო აუდიტის ეფექტურობის გაზრდა, პროგრემების შესყიდვასა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თანამშრომელთა გადამზადებას მოხმარდება. "ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორ თემაზე - ეს არის შესყიდვების საკითხი მთელ საჯარო სექტორში და ავტოპარკის მართვის საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საკითხი, რომელიც უკავშირდება აუდიტორული დასკვნების ხარისხობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას, რაც არის აუდიტის მართვის ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა (AMS პროგრამა), რომელიც საშუალებას იძლევა, მკვეთრად გაუმჯობესდეს ხარისხი.“-აღნიშიშნა მექვაბიშვილმა. საფინანსო კომიტეტმა აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა.

























