მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის სამსახურის შენიშვნები მთავრობას - რა ხარვეზები გამოვლინდა ფაროსანასთან ბრძოლაში?

5cae06df8fa2c
ლევან თაღიაშვილი
10.04.19 19:46
947
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ 2017 წლის მთავრობის გეგმა არ შეიცავდა გრძელვადიანი ბრძოლისთვის ერთ-ერთ კრიტიკულ კომპონენტს, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რაც სტრატეგიას მხოლოდ 2018 წელს დაემატა.

აუდიტი ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები არ იყო დეტალური, რაც სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგალითად ტრენინგების აქტივობებში არ იყო განსაზღვრული მოსახლეობის რა რაოდენობისთვის უნდა ჩაეტარებინათ ტრენინგი, არ იყო აღნიშნული რის საფუძველზე განისაზღვრებოდა დასამუშავებელი ტერიტორიები და ფართობები, არ იყო განსაზღვრული მონიტორინგის სიხშირე შერჩეული სადემონსტრაციო ნაკვეთებისთვის და ა.შ.

აუდიტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ურჩევს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შეიმუშაოს დეტალური სამოქმედო გეგმა, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ასევე გათვალისწინებული იქნება რისკიანი კულტურების, გარემოზე ზემოქმედების და აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის მაქსიმალურად დაფარვის ფაქტორები და მისაღწევი შედეგების შეფასების ინდიკატორები.

აუდიტის შეფასებთ, აღნიშნული ხელს შეუწყობს: მავნებლის პოპულაციის ეფექტიან კონტროლს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, დაგეგმილი ღონისძიებების სრულყოფილად შესრულების მონიტორინგს და მიღწეული შედეგების ეფექტიანობის შეფასებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები