მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

5917081186d9b
BM.GE
13.05.17 17:18
952
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "საქმის კურსს" უწყებაში განუცხადეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა თორდია ძალადობაში ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა, როდესაც სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ოთარ ფარცხალაძე და მისი თანხმლები პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თორდიას ინფორმაციით, ფარცხალაძე მას იმ საქმის გამო დაესხა თავს, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებს. თორდია ამბობს, რომ საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება. მოკვლევის დეტალები 15 მაისს გასაჯაროვდება.

ამჟამად თორდია საავადმყოფოში იმყოფება. მას თავის დაზიანება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები