მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის სამსახურმა განათლების სამინისტროში დანამატების გაცემის წესი გააკრიტიკა

5acb00df435de
მეგი კავთუაშვილი
09.04.18 11:00
960
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 55 თანამშრომელზე ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე მხოლოდ დანამატის სახით 41 581 ლარი ირიცხებოდა. ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს. დანამატი წლის დასაწყისში ინიშნებოდა და მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელმძღვანელი პირები იღებდნენ. აუდიტის დასკვნით, დანამატი შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე უნდა ინიშნებოდეს, წლის დასაწყისში კი შეუძლებელია ამის განსაზღვრა.

„სამინისტოს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე 12 თებერვლის N83 ბრძანების შესაბამისად, დაინიშნა ყოველთვიური ფიქსირებული დანამატი, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში. აღნიშნული ბრძანების თანახმად, სამინისტროს 55 თანამშრომელს დაენიშნა ჯამურად 41 581 ათასი ლარის ოდენობის დანამატი (ერთი თვის ფონდი). დანამატი დანიშნულია მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე წინასწარ, წლის დასაწყისში, სრულ წელზე. შესაბამისად, დანამატის გაცემის საფუძველს არ/ვერ წარმოადგენს კონკრეტული პირის შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივი შედეგი, რეალურად დახარჯული დამატებითი საათები და არანორმირებული სამუშაო. ყოველთვიური გაცემის წესიდან გამომდინარე, გაცემული დანამატი თავისი შინაარსით უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს. დანამატი გაიცემა შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, რისი განსაზღვრაც წლის დასაწყისში შეუძლებელია“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები