მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურს "ეკონომიკური თავისუფლების კანონში" ცვლილებებზე შენიშვნები აქვს

5bc5ccdddcf95
თამუნა დემეტრაშვილი
16.10.18 15:34
820
აუდიტის სამსახურს ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. უწყება აუცილებლად მიიჩნევს დადგინდეს ზედა ზღვარი, თუკი განათლების რეფორმის საჭიროებების გამო, ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზღვარი დაირღვევა.

"მსგავსი სახის გამონაკლისის შესაძლებლობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დეტალურად იქნეს წარმოდგენილი ინფორმაცია მოსალოდნელი რეფორმის არსის, საჭირო რესურსისა და დეფიციტის მაჩვენებელზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ. ამასთანავე, მიზანშეწონილია ამ შემთხვევისთვის განისაზღვროს ის მაქსიმალური ზღვარი, რომლითაც დასაშვები იქნება დეფიციტის დაგეგმვა დადგენილ ლიმიტზე გადაჭარბებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ "ეკონომიკური თავისუფლების კანონის" მიხედვით, ბიუჯეტი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ დეფიციტი 3%-ს არ აჭარბებდეს, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებების პროექტით, შესაძლებელი ხდება გამონაკლისის დაშვება, თუკი ეს განათლების სისტემის რეფორმას დასჭირდება. პროექტის მიხედვით, 3% -იანი ზღვრის გადაჭარბება შესაძლებელი იქნება ერთჯერადად, არაუმეტეს სამ საბიუჯეტო წელს და ეს ნორმა იმოქმედებს 2025 წლამდე, თუმცა რამდენით შეიძლება ეს გადაჭარბება, დაკონკრეტებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები