აუდიტორული კომპანიებისთვის ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულების გაფართოება იგეგმება - საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საშემოდგომო სესიაზე მოხდება, რომლის მიხედვითაც, აუდიტორულ კომპანიებს გამჭვირვალობის ანგარიშების წარდგენის ვალდებულება ექნებათ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს სექტორის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას, ამასთან,
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კანონმდებლობით დადგინდეს აუდიტორებსა თუ აუდიტორული ფირმებისთვის აკრძალული არა-აუდიტორული სერვისების სია და ასევე, რიგ შემთხვევებში ნებადართული არააუდიტორული მომსახურებების შესახებ ინფორმაცია. რეგულაციის აღნიშნული მუხლები ასევე შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა აუდიტორული ფირმებისათვის გამჭვირვალობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულების შემოღება. რა იცვლება აუდიტორული კომპანიებისთვის და რამდენად გაამართლა ბუღალტრული აღრიცხვის კუთხით დაწყებულმა რეფორმამ და რა ცვლილებების საჭიროება გამოიკვეთა?
სტუმარი: პაატა შურღაია - "გრანთ თორნთონ საქართველოს" ვიცე- მმართველი პარტნიორი;