მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5b98dd3e962d3
BM.GE
12.09.18 13:32
623
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 260 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.140 პროცენტით, მაქსიმალური 7.240 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.232 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები