მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუქციონზე ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი იყიდება

5bab58f7adc19
კესო კაციტაძე
26.09.18 13:58
2004
50 მილიონ დოლარად შეფასებულ 18,95 კარატიან ვარდისფერ ბრილიანტის ქვას, სახელწოდებით ‘The pink Legacy’, კრისტის აუქციონზე 13 ნოემბერს გაიტანენ.
ბრილიანტი აუქციონების ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქვად დასახელდა.

Cnbc-ს ინფორმაციით კრისტის აუქციონის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვარდისფერი ბრილიანტი იშვიათი და განსაკუთრებულია, ბრილიანტი IIA კლასიფიკაციას მიეკუთვნება, რაც გულისხმობს, რომ ქვა ქიმიურად სუფთაა.

“ამ ბრილიანტის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, როგორც კოლექციონერებისთვის, ისე ნებისმიერი ბრილიანტის მოყვარულთათვის.” განაცხადა კრისტის აუქციონის ხელმძღვანელმა რაულ კადაკიამ.

ძვირფასი ქვა ოფენმეიერების ოჯახის საკუთრებაში იყო.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ვარდისფერი ბრილიანტი არ არის ყველაზე ძვირადღირებული ქვა , რომელიც ოდესმე გაყიდულა.

2013 წელს 59,60 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი სოთბის აუქციონზე 83 მილიონ დოლარად გაიყიდა, თუმცა მფლობელმა მოგვიანებით ბრილიანტი აუქციონს დაუბრუნა.
2016 წელს მეორე ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი, რომელიც ასევე ოფენჰეიმერების ოჯახის საკუთრებაში იყო 57,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

იმ შემთხვევაში თუ 13 ნოემბერს The pink Legacy 50 მილიონ დოლარად გაიყიდება,ის გახდება მესამე ყველაზე ძვირადღირებული ქვა აუქციონების ისტორიაში.












გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები