მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუქციონზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა გაიყიდა

574d4ab7096fe
BM.GE
31.05.16 12:25
2035
ყველაზე ძვირადღირებული Hermes Birkin-ის ჩანთა 300 000 დოლარად ჰონკონგში გაიყიდა.
 
ჩანთის ღირებულებამ მსოფლიო რეკორდი მოხსნა, რადგან ყველაზე ძვირადღირებულია, რაც მსოფლიოს მასშტაბით ოდესმე გაყიდულა.

აქსესუარი ღია ფერის ტყავისგან, ე.წ. "ჰიმალაის ნიანგის" ტყავისგან არის შეკერილი და თეთრი ოქროთი და ბრილიანტებითაა გაწყობილი.

"Hermes-ის მიერ შექმნილი ბრილიანტის დეტალები განსაკუთრებულია, მაგრამ ტყავს ვერაფერი შეედრება,- აღნიშნულია კრისტის პრესრელიზში.

უნიკალური ჩანთა აზიიდან უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა.

აქსესუარის სავარაუდო ღირებულება 194 000 დოლარსა და 259 000 დოლარს შორის მერყეობდა.

"ეს არის საოცარი ხელოვნების ნიმუში, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, ამასთან ყველა სამუშაო ერთმა ოსტატმა შეასრულა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები