მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუქციონზე სურამში ყოფილი ბანაკი "ფოლადი" იყიდება

58c93f48e7278
BM.GE
15.03.17 17:26
1380
სახელმწიფო პროგრამა "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილ ბანაკს "ფოლადი" ყიდის.

უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. 

ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 20 ნომრიანი სასტურმოს უნდა აშენდეს. ამასთან, ადგილზე არანაკლებ 400 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 554 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები