მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუქციონი დასრულებულია - წყალტუბოში სანატორიუმები "იმერეთი" და "რკინიგზელი" ისევ ვერ გაიყიდა

სანატორიუმი

ჩავარდნილი აუქციონის შემდეგ, გასაყიდად გამოტანილი "იმერეთი" და "რკინიგზელი" ისევ ვერ გაიყიდა.

რამდენიმე წუთი წინ დასრულებული აუქციონის სტატუსი - არ შემდგარია.

სანატორიუმი „რკინიგზელის“ საწყისი ფასი ₾5 135 000, სანატორიუმი „იმერეთის“ საწყისი ფასი კი, ₾3 124 500 იყო.

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, 2022 წელს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესსექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარი იყო. დღეის მდგომარეობით, პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16,265,300 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები