მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონეთა პროგრამაში კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო - მერია

642abc2c97895
BM.GE
03.04.23 21:21
562
თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო. რეაბილიტაციის ცენტრ „ფაზლში“ კი სეანსებს დამატებით, 80 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. დღეიდან მერიის პროგრამით საჭირო სეანსები უკვე 1 850 ბენეფიციარს უფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერიამ აპრილიდან პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც გაზარდა და ერთი ბავშვის და მოზარდის ყოველთვიური დაფინანსება 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარი გახდა.

პროგრამას სერვისის მიმწოდებელი ცხრა დაწესებულება ემსახურება და მოსარგებლე პირები საჭირო სეანსებს უწყვეტ რეჟიმში იღებენ.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე რეაბილიტაციის ცენტრ „ფაზლს“ ეწვივნენ.

სტუმრებმა თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩართულ პირთა ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა თერაპიული სეანსისთვის საჭირო ახალი სივრცეები დაათვალიერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები