მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Automechanika Instabul 2023-ზე ავტოინდუსტრიაში არსებული ინოვაციები იქნება წარმოდგენილი

6458fd736139c
BM.GE
08.05.23 17:47
635
Automechanika Istanbul, საავტომობილო ბაზრის ინდუსტრიისათვის რეგიონში წამყვანი ღონისძიება, 2023 წელს 8-11 ივნისს გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი კონცეფცია: „Innovation4Mobility by BAKIRCI” - შექმნილი BAKIRCI Group-ის მიერ, რომელიც თავისი ჭკვიანი სერვისების არქიტექტურით 1987 წლიდან პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ გზებს ირჩევს. Automechanika Istanbul-ის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ ელექტრომანქანის შეკეთების პროცესი, ასევე კონცეპტუალურ სივრცეში სხვა სერვისები, რომელიც შექმნილია BAKIRCI Group-ის მიერ.

Automechanika Istanbul, რომელიც, ტრადიციულად, ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, გეგმავს, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე ახალი რეკორდი დაამყაროს გამოფენის 1 000 მონაწილითა და 50 000-ზე მეტი ვიზიტორით. ღონისძიება თავს მოუყრის ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებსა და საავტომობილო სამყაროს უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც “Innovation4Mobility by BAKIRCI”-ს ფარგლებში წარდგებიან. დამსწრე საზოგადოება პროექტის ფარგლებში გაეცნობა სრულიად ახალი თაობის ტექნოლოგიებს 8 სხვადასხვა კატეგორიაში: ADAS & დიაგნოსტიკა, ღერძი & საბურავები, ჩარჩოს შეკეთება, ავტომობილის კორპუსი და საღებავი, ექსპერტიზა & ინსპექცია, ბატარეის ტესტი & შეკეთება.

ელექტრომანქანის სერვისები გამოფენილი იქნება Automechanika Istanbul-ის ფარგლებში.

Automechanica Istanbul-ის მთავარი თემები - მდგრადობა და მომხმარებლებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები - ერთად შეკრებს საავტომობილო სექტორის წარმომადგენლებს თავიანთი ინოვაციური ავტოტექნოლოგიებითა და სწორი შეკეთების ტექნოლოგიებით, რომლებიც თავს “Innovation4Mobility by BAKIRCI”-ს არეში მოიყრიან. 8 სექციისგან შემდგარი ახალი კონცეფციის ფარგლებში შექმნილი ახალი ხელსაწყოები აკმაყოფილებს ყველა საჭიროებას, რაც ელექტრომობილის მომსახურებისთვისაა საჭირო და თითოეული მათგანი გამოფენილი იქნება ღონისძიების ფარგლებში, დაახლოებით, ათას კვადრატულ მეტრზე. კონცეფციის დიაგნოსტიკის სექციაში წარმოდგენილი იქნება რადარი, ციფრული კამერები, სენსორები, ულტრასონიკი აპლიკატორები, რომლებიც მძღოლების უსაფრთხოებას ზრდის, და მოწყობილობები, რომლებიც ავტომობილის დიაგნოსტიკაზეა პასუხისმგებელი და რეგულარულად განახლებულ ანგარიშს ამზადებს. BAKIRCI Group-ის პროფესიონალები ახსნიან, თუ როგორ უნდა შეკეთდეს ახალი თაობის ავტომობილები, მათი ახალი თაობის ADAS Calibration-სა და სხვა მაღალი დონის დიაგნოსტიკური მოწყობილობების დახმარებით. დამტენი სადგურების სექციაში, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი ელექტრომობილებისთვის, რადგან მათი რაოდენობა მსოფლიოში დღითიდღე იზრდება, გამოფენის სტუმრები ყველაზე სწრაფი და სანდო OEM ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მოწყობილობებს დაათვალიერებენ და შეისწავლიან.

სადგურებზე აქტიურად იმუშავებენ ტექნიკური ჯგუფები.

მექანიკური მოვლა-შენახვისა და & უსაფრთხოების მოწყობილობების სექციაში, რომელიც „Innovation4Mobility by BAKIRCI”-ს სპეციალურ არეში განთავსდება, წარმოდგენილი იქნება მაღალ ვოლტაჟიანი მოწყობილობები, რომლებიც ავტომობილების შეკეთების დროს გამოიყენება, რაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრომობილების სერვისებისთვის და ავტომობილის დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ღერძის საზომისა და საბურავების სექციას, რომლებიც სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შეიქმნა, რადგან მათი წონა ბატარეის გამო ბევრად აღემატება ტიპური ძრავის მქონე ავტომობილებისას, წარმოდგენილი იქნება საბურავებისა და ღერძის სწორად აწყობისა და დაშლის მექანიზმი და ღერძის საზომი მოწყობილობები, ავტომობილის უსაფრთხო მართვისათვის. ახალი თაობის ავტომობილის შეკეთებისათვის აუცილებელი ყველა სისტემა გამოფენილი იქნება ავტომობილის ჩარჩოების შეკეთების სექციაში.

სტუმრებს საშუალება ექნებათ, გამოცადონ, ავტომობილის შეკეთების სხვადასხვა მეთოდი.

BAKIRCI Group, რომელიც ავტომობილის შეკეთების განსხვავებულ მეთოდებს, რომლებიც ინდუსტრიაში ალუმინის ტექნოლოგიების მზარდი გამოყენების შემდეგ განვითარდა, გამოფენაზე მე-12 დერეფანში გამოჩნდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს BAKIRCI Group სწრაფ, ტექნოლოგიურ და უსაფრთხო მოწყობილობებს წარმოუდგენს და მანქანის კორპუსისა და საღებავების სექციაში მათი სწორად გამოყენების მეთოდებს აუხსნის. ექსპერტიზისა და ინსპექციის სექციაში წარმოდგენილი იქნება ავტომობილის ძრავის დიაგნოსტირებისათვის საჭირო ტექნოლოგიები, ბატარეის ტესტისა და შეკეთების სექციაში კი BIKIRCI Group-ის ექსპერტები სტუმრებს ელექტრომობილების სწორად დამუხტვის ტექნიკებს ასწავლიან.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები