მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებლად გვჭირდება სტატუსი, რომ მარტო არ დავრჩეთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული - ზვიად ჭუმბურიძე

ბიზნეს ასოციაციები

ქართული ბიზნესი ოფიციალურ ბრიუსელს თბილისიდან მიმართვას უგზავნის. საქართველოში არსებული ბიზნესს სექტორი, 14 მსხვილი ბიზნესს გაერთიანების სახით უერთდება მოწოდებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ბიზნესი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაახლოებას საქართველოს მის საბოლოო მიზანთან, რაც ევროკავშირის წევრობაა.

ბიზნესი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, ისე კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

„უპრეცენდენტო ერთიანობა გვაქვს. 14 ბიზნესს ასოციაცია, ერთიანი ხმა საქართველოდან ევროპულ საბჭოს, ევროპული ქვეყნის ლიდერებს ეუბნება, რომ ბიზნესი თვლის, რომ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეტაპი და განმაპირობებელია სტაბილურობის, განვითარების და წინსვლის.

ევროპის კონტინენტზე, უზარმაზარი გამოწვევის, რაც არის უკრაინაში რუსეთის ომი, აუცილებლად გვჭირდება სტატუსი, რომ ჩვენ მარტო არ დავრჩეთ იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული“,-აცხადებს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

ერთობლივ განცხადება გაკეთდა შემდეგი ბიზნესს ასოციაციების სახელით:

  • ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესს საბჭო
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
  • სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო
  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
  • ევროპული ბიზნესს ასოციაცია საქართველო
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
  • გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  • საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაცია
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • საქართველოს საბანკო ასოციაცია
  • საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატა
  • სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა

„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება, რის შედეგადაც საქართველოს ბიზნესი და მოსახლეობა ძალიან დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს ნახავს“,-აცხადებს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ირაკლი ბაიდაშვილი.

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ ჯერი უკვე ევროპულ საბჭოზეა, რომელიც 15 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები