მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუთსორს საბუღალტრო კომპანია - Countman აუთსორს ბუღალტერია - თანამედროვე ბიზნესის გონივრული არჩევანი

აუთსორს საბუღალტრო კომპანია
04.12.25 10:30
282

ბიზნესის ზრდასთან ერთად ფინანსური პროცესების მართვა ხშირად რთულ და შრომატევად ამოცანად იქცევა. შიდა ბუღალტერიის შენახვა მოითხოვს ფიქსირებულ ხარჯებს, საგადასახადო რისკების მართვას და მუდმივ ყურადღებას - განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. სწორედ აქ ჩნდება გამოსავალი, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება - აუთსორს ბუღალტრული მომსახურება.

ტერმინი აუთსორსინგი (outsourcing) ნიშნავს გარე რესურსის გამოყენებას. ბუღალტერიაში ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანიის ფინანსური აღრიცხვა, დეკლარაციები და ანგარიშგებები სრულად ან ნაწილობრივ ხდება გარე სპეციალიზებული გუნდის მიერ.

ეს მიდგომა ბიზნესს აძლევს საშუალებას მოიხსნას ადმინისტრაციული ტვირთი და მიიღოს პროფესიონალური სერვისი ნაკლები დანახარჯით.

აუთსორს ბუღალტერიის უპირატესობები:

  • ხარჯების ოპტიმიზაცია - ბიზნესს აღარ სჭირდება შიდა ბუღალტრის მუდმივი ანაზღაურება და ინფრასტრუქტურული ხარჯები.

  • პროფესიონალების გუნდი - აუთსორს კომპანიები ხშირ შემთხვევებში აერთიანებენ გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ მრავალი სახის გამოცდილება სხვადასხვა სექტორებში.

  • დროის ეკონომია - მენეჯმენტს შეუძლია ფოკუსირდეს მხოლოდ ბიზნესის ზრდაზე და გაყიდვებზე.

  • კანონმდებლობის დაცვა - გარე კომპანია პასუხისმგებელია ყველა ფინანსური ოპერაციის სიზუსტეზე და შესაბამისობაზე.

  • ციფრული ბუღალტერია - თანამედროვე აუთსორს ბუღალტერიები იყენებენ ავტომატიზებულ სისტემებს და პლატფორმებს, რაც ზრდის კომპანიის გამჭვირვალობას.

Сountman - პარტნიორი, რომელიც გაგიმარტივებთ ფინანსურ პროცესებს

სწორედ ამ მიდგომით მუშაობს აუთსორს ბუღალტრული კომპანია Countman, რომელიც ქართულ ბიზნესს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას სთვაზობს. მისი მიზანია გაამარტივოს ფინანსური პროცესები და გაათავისუფლოს მეწარმეები ყოველდღიური ბუღალტრული დავალებებისგან.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები არ დაიტვირთონ ბუღალტრული დეტალებით. მათი დრო და ენერგია მივმართოთ მხოლოდ კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე” - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ზუკა ჭყოიძე.

Countman_ის მომსახურება მოიცავს როგორც საბაზისო აღრიცხვას, ასევე საგადასახადო დეკლარაციებს, ფინანსურ ანგარიშგებებსა და საკონსულტაციო სერვისებს. კომპანია აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესებთან, რომელიც ითხოვენ მოქნილ, გამჭვირვალე და თანამედროვე მიდგომას.

როგორ მუშაობს Countman

Countman_ის მოდელი აგებულია ოთხ ძირითად საფეხურზე:

  • საწყისი კონსულტაცია და ანალიზი - გუნდი აფასებს ბიზნესის საქმიანობის სპეციფიკას და ადგენს საჭიროებათა პროფილს.

  • მომსახურების პაკეტის შერჩევა - კომპანიებს მათი ბიუჯეტის და მოცულობის მიხედვით სთავაზობს მოქნილ ტარიფს.

  • ტექნოლოგიური ინტეგრაცია - გამოიყენება თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა, მათ შორის Balance, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატურ აღრიცხვას, ონლაინ რეპორტინგს და მონაცემთა დაშიფვრას.

  • მუდმივი მხარდაჭერა და მონიტორინგი - Countman უზრუნველყოფს ვადების დაცვას, ანგარიშგებების სიზუსტეს და მუდმივ კომუნიკაციას.

კომპანიის თქმით, მათი მთავარი უპირატესობაა გამჭვირვალე ურთიერთობა, პროფესიონალიზმი და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიდგომა.

Countman - ახალი ბიზნესების მხარდამჭერი

Countman განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ მეწარმეებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის გზას ახლა იწყებენ. კომპანიის მიზანია, რომ ფინანსური გამართულობა და ბუღალტრული სტანდარტები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. სწორედ ამიტომ Countman ბუღალტრულმომსახურებას 200 ლარიდან გთავაზობთ.

გარდა ამისა, Countman ახალ ბიზნესებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს: სტარტაპებს პირველი სამი თვის განმავლობაში ბუღალტრული მომსახურება 50%-იანი ფასდაკლებითშეუძლიათ მიიღონ.

ეს შეთავაზება არა მხოლოდ ფინანსური შეღავათია, არამედ იმ მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელსაც კომპანია ახალ ბიზნესს უწევს.

“ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარაპისთვის სწორად დაწყებული ფინანსურისისტემა. ამიტომაც ვცდილობთ, პირველივე თვეებში ვიყოთ მათი მხარდამჭერები, რათა მათმთელი ყურადღება პროდუქტის განვითარებაზე მიმართონ” - აცხადებს Countman_ის თანადამფუძნებელი გიორგი ბარბაქაძე.

Countman_ის მიდგომა ხაზს უსვამს იმას, რომ ბუღალტრული სიზუსტე და გამჭვირვალობა უნდა იწყებოდეს სტარტაპის პირველივე ნაბიჯებიდან, ხოლო კომპანიის მისია ამ პროცესების მაქსიმალურად გამარტივება და ხელშეწყობაა.

ციფრული ბუღალტერია და ბიზნესის ზრდა

დღეს ფინანსური პროცესები სულ უფრო მეტად ხდება ციფრული - ანგარიშგებები ონლაინ რეჟიმში იგზავნება, კომუნიკაცია დისტანციურად მიმდინარეობს, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება რეალურ დროში არსებული მონაცემებით.

Countman ამ ტენდენციას აქტიურად მიჰყვება: კომპანია იყენებს ავტომატიზებულ სისტემებს, რომლებიც ამცირებენ ადამიანურ შეცდომებს და აჩქარებენ ოპერაციებს. შედეგად ბიზნესები იღებენ სრულ სურათს საკუთარი ფინანსების შესახებ და უმარტივდებათ მომავალი ნაბიჯების დაგეგმვა.

“ციფრული ბუღალტერია დღეს აღარ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობა, თუ გინდა რომბიზნესი კონკურენტუნარიანი იყოს” - აცხადებენ კომპანიაში.

დასკვნა

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუთსორს ბუღალტრული მომსახურება უკვე აღარ არის მხოლოდ ხარჯების შემცირების გზა - ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც აძლიერებს ფინანსურ მენეჯმენტს და აჩქარეს ზრდას.

Countman კი ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, ვინც ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სტანდარტებს აყალიბებს - სთავაზობს კომპანიებს მოქნილ მომსახურებას, გამჭვირვალე პირობებს და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას.

კომპანიის შესახებ

Countman - აუთსორს ბუღალტრული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერაში. ის კომპანიებს სთავაზობს ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო დეკლარაციებს, ფინანსურ რეპორტინგსა და კონსულტაციას თანამედროვე ციფრული პლატფორმების გამოყენებით.

მისამართი: თბილისი, ლვოლის ქუჩა N95

ელ.ფოსტა: [email protected]

ვებსაიტი: www.countman.ge

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

1. რას ნიშნავს აუთსორტს ბუღალტრული მომსახურება ?

ეს არის ბუღალტრული პროცესების გადაბარება გარე პროფესიონალურ

კომპანიაზე.

2. რამდენად დაცულია ჩემი ფინანსური მონაცემები Countman-ში ?

ყველა მონაცემი ინახება დაშიფრულ სერვერებზე, ISO სერტიფიცირებული ინფრასტრუქტურით.

3. რა ღირს მომსახურება Countman-ში ?

საწყისი ტარიფი 200 ლარიდან იწყება, ხოლო სტარტაპებისთვის 50%-იანი ფასდაკლება პირველი სამი თვის განმავლობაში.

4. რომელი პროგრამა გამოიყენება აღრიცხვისთვის ?

Countman მუშაობს Balance ERP სისტემაზე, რომელიც ინტეგრირდება ბანკებთან და საგადასახადო სისტემასთან, რაც უზრუნველყოფს სრულ ავტომატიზციას.

5. ვის შეუძლია ისარგებლოს სერვისით ?

Countman-ის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც სტარტაპებისთვის, ასევე მცირე და საშუალო კომპანიებისთვის საქართველოს მასშტაბით.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები