ავანსის დღგ-თი დაბეგვრის შესახებ ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაცი გვქონდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა. მისითქმით, ცვლილებები ევროდირექტივის გათვალისწინებით გატარდა და ის ძალაში 2017წლის 1 იანვრიდან შევიდა.
გაგუას განცხადებით, ცვლილება უფრო გრძელვადიან კონტრაქტებს ეხება, სადაც საქონელის მიწოდება გრძელვადიან პერიოდში ხდება.
"მაგალითისთვის შეიძლება სამშენებლო კონტრაქტები მოვიყვანოთ. აღნიშნული ცვლილებებით გათვალისწინებულია ის, რომ გადამხდელის მიერ ყოველი თანხის გადახდა მიწოდებად იქნება აღიარებული და შესაბამისად დაბეგრილი. ეს რეალურად მოწესრიგების ღონისძიებაა, რომელსაც ჩვენ მიმდინარე წელს გავატარებთ.
ცვლილება სამშენებლო სექტორში ბიზნეს ურთიერთობების გაჯანსაღებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ეს ბიზნეს გარემოს მოწესრიგებისთვის მნიშნელოვანი გადაწყვეტილებაა და ბიზნეს სუბიექტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არ გამოუთქვამთ, არამედ პირიქით, მთელი რიგი ბიზნეს სუბიექტები აღნიშნულ ცვლილებას მიესალმებიან“, - განაცხადა გაგუამ.
კილაურიძე ავანსის დღთ-თი დაბეგვრაზე: ეს თითქოს უსამართლო გარიგებაა, რომელიც ბიზნესისთვის ხელშემწყობი ნამდვილად არაა

























