მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ავატარი: ცეცხლი და ფერფლი”-ს შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა

“ავატარი: ცეცხლი და ფერფლი”

კანადელი რეჟისორის, ოსკაროსანი ჯეიმს კამერონის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის, “ავატარი: ცეცხლი და ფერფლი” ბილეთების გაყიდვიდად მიღებულმა შემოსავალმა $1.03 მილიარდს გადააჭარბა.

როგორც ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტში, Disney-ში აცხადებენ, შემოსავლების თითქმის მესამედი, $306 მილიარდი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაზე მოდის, დანარჩენი $777 მილიონი კი კომპანიამ საერთაშორისო კინოთეატრებში გაყიდული ბილეთებიდან მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს კამერონის მე-4 ფილმია, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. ამ სიაში ხვდება ავატარის არსებული ტრილოგიის ორივე წინამორბედი ფილმი, “ავატარი” და “ავატარი: წყლის გზა”, ასევე 1997 წლის 17 დეკემბერს გამოსული ფილმი “ტიტანიკი”.

ჯამურად, კამერონის “ავატარის” ტრილოგიამ კომპანიას უკვე მოუტანა $6.35 მილიარდის შემოსავალი. მათ შორის უპირობო ლიდერად რჩება 2009 წელს გამოქვეყნებული “ავატარი”, ანუ ტრილოგიის პირველი ნაწილი, რომლის ბილეთების გაყიდვითაც Disney-მ $2.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო. “ავატარის” მეორე ნაწილის გაყიდვებმა კი $2.3 მილიარდს გადააჭარბა. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, ინდუსტრიის ექსპერტები მოელიან, რომ “ცეცხლი და ფერფლი” წლის ბოლომდე $2-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბებს და შეუერთდება იმ ფილმების მცირე ჩამონათვალს, რომელთა ბილეთების გაყიდვითაც მწარმოებელმა კომპანიამ $2-მილიარდზე მეტის მოგება მიიღო.

“ავატარის” ტრილოგიის მესამე ნაწილის შექმნაზე $350-დან $400-მილიონამდე დაიხარჯა, რაც ნიშნავს იმას, რომ Disney-მ უკვე მოახერხა გაწეული ხარჯების დაფარვა და მოგებაზე გასვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები