კომპანია Marvel-ის ახალი ფილმი, Avengers: Infinity War გახდა ნამუშევარი, რომელმაც ყველაზე სწრაფად მოახერხა 1 მილიარდი დოლარის გამომუშავება. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილმს ამისთვის მხოლოდ 11 დღე დასჭირდა. თითქმის იდენტური შედეგის მიღწევა 2016 წელს ფილმებმა Captain America: Civil War და 2012 წელს The Dark Knight Rises-მა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ გამოშვების პირველივე კვირას ფილმის შემოსავალმა ჯამში 640 მილიარდი დოლარი შეადგინა მსოფლიოს მასშტაბით, რაც აქამდე არცერთ ფილმს არ განუხოციელებია. აღსანიშნავია, რომ Marvel-მა ამ შედეგს ყველაზე დიდი ბაზრის, ჩინეთის გარეშე მიაღწია რადგან იქ ,,შურის მაძიებლების'' ჩვენება 11 მაისს იწყება.

























