მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Avengers: Infinity War-ის შემოსავალმა $2 მილიარდს გადააჭარბა

5b20ea4851e4b
ლევან თაღიაშვილი
13.06.18 14:00
993

ფილმ 'Avengers: Infinity War' -ის  შემოსავალმა $2 მილიარდს გადააჭარბა. BusinessInsider-ის ცნობით, მსგავსი შედეგი მსოფლიოში მხოლოდ 4 ფილმს აქვს დაფიქსირებული, ესენია: Star Wars : The Force Awakens'' , Titanic და Avatar'. Marvel-ის ნამუშევარმა 2 მილიარდ 1 მილიონის გამომუშავება 48 დღის განმავლობაში მოახერხა. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ გახსნის კვირას ფილმის შემოსავალმა 258 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით, $400 მილიონს შეადგენდა. გადაღებები 2017 წლის 23 იანვარს დაიწყო და თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები