მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავერსი" 29 წლის გახდა

ფარმაცევტული კომპანია ავერსი, რომელიც დღეს, საქართველოში 334 აფთიაქს, საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი–რაციონალს“, მსოფლიო დონის კლინიკათა ქსელ „ავერსის კლინიკას“ და სადაზღვევო კომპანია „ალფას“ ერთიანებს, დღეს იუბილარია. ზუსტად 29 წლის წინ ალექსანდრე ყაზბეგის 5 ნომერში პატარა აფთიაქი გაიხსნა, რომელშიც თავდაპირველად მხოლოდ 22 დასახელების მედიკამენტი იყიდებოდა. სწორედ ამ აფთიაქით დაიწყო კომპანია ,,ავერსის“ ისტორია. დღეს „ავერსი“ მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სტაბილური კომპანიაა. კომპანიაში 12 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამხდელია ქვეყნის ბიუჯეტში. თავის დაბადების დღეს „ავერსი“, ტრადიციულად, საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებული შეთავაზებებით, აქციებით და საჩუქრებით გაანებივრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები