მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავერსი-ფარმასა“ და „აზროვნების აკადემიის“ ინიციატივით სამოტივაციო შეხვედრა გაიმართა

მადლიერება და თვითშემეცნება - სწორედ ამ თემას დაეთმო „ავერსი-ფარმასა“ და „აზროვნების აკადემიის“ ერთობლივი ინიციატივით გამართული შეხვედრა.

ფილოსოფოსმა ანდრო დგებუაძემ აუდიტორიასთან ერთად იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ტემპში ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, კერძოდ - იმაზე, თუ რამდენად ვაფასებთ იმას, რაც უკვე გვაქვს და რამდენად გვაძლევს მადლიერების განცდა საკუთარ თავსა და სამყაროსთან უკეთესი კავშირის დამყარების შესაძლებლობას.

შეხვედრა „ავერსი-ფარმას“ 32 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში გაიმართა და კომპანიის მომხმარებლების მიმართ მადლიერების გამოხატვას ემსახურებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები