ავერსის სააფთიაქო ქსელს, თბილისში კიდევ ერთი აფთიაქი შეემატა. გახსნა პარასკევს, 5 აპრილს შედგა და გახსნასთან დაკავშირებით აფთიაქში შესულ მომხმარებლებს ტრადიციულად, საჩუქრები და ფასდაკლებები დახვდათ, როგორც მედიკამენტებზე, ასევე სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებზე. ვიდრე სიუჟეტს გავუშვებთ, გეტყვით, რომ ,,ავერსის“ სააფთიაქო ქსელის განვითარება 1994 წლიდან დაიწყო. დღეს საქართველოს მასშტაბით კომპანია 336 აფთიაქს აერთიანებს: 147–ს თბილისში და 189–ს რეგიონებში.