მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავერსი“ ტრადიციულად "Art-გენის" წარმდგენია

არტ
16.07.24 13:28
254

“Art-გენის” თბილისის ტური სტარტს 19 ივლისს აიღებს. მას ამჯერადაც თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს 19, 20, 21 და 26, 27, 28 ივლისს.

ტურს ბენდი „ჩვენებურები“ გახსნის. პირველი დღე „თემურიკო დიასამიძე და მეგობრების“ კონცერტით დასრულდება. 20 ივლისს „Art-გენის“ სცენა GAGA FRANI-ს დაეთმობა, 21 ივლისს კი „ნინო ქათამაძე & INSIGT-ის“ კონცერტს მოვისმენთ.

26 ივლისს ფესტივალი REGGAEON-ის კონცერტით გაგრძელდება. 27 ივლისს დასკვნით კონცერტს „სუხიშვილები“გამართავენ. “Art-გენი 2024-ის” თბილისის ტური, ტრადიციისამებრ, „33ა“-ს კონცერტით დაიხურება.

ფესტივალის წარმდგენია „ავერსი“, მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია, სპონსორები - „საგურამო სტეიჯი“, „ნატახტარი“, ,,წყალი მთის“ "მილდიანი“.

“Art-გენი 2024” რეგიონული ტურნეთი დაიწყო. ფესტივალი 3 აგვისტოს დმანისში, პანტიანის ტბაზე, REGGAEON-ისა და SHEREKILEBI-ს კონცერტით დასრულდება.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. 21 წლის განმავლობაში მან მთელ საქართველოში მოიკვლია, დააარქივა და დაკარგვას გადაარჩინა უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები