მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,ავერსის“ და ,,აზროვნების აკადემიის“ ორგანიზებით, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესთან შეხვედრა შედგა

ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარ ემოციებზე ზრუნვა და შინაგანი მდგომარეობის გააზრება. როგორ ვისწავლოთ საკუთარ თავთან ჯანსაღი ურთიერთობა და რატომ იწყება თვითზრუნვა საკუთარი საჭიროებების მოსმენით? ამ თემაზე „ავერსი-ფარმასა“ და აზროვნების აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ მონაწილეებთან მენტალური ჯანმრთელობის, ემოციური კეთილდღეობისა და თვითზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა ოქტომბრის მნიშვნელოვან გზავნილებსაც ეხმიანებოდა, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები