მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ავერსის” ინოვაციური სიახლე - კომპანიამ სააფთიაქო რობოტი დანერგა

“ავერსი” ფარმაცევტულ ბაზარზე ინოვაციური სიახლეებით ნამდვილად გამოირჩევა. კომპანიამ ფილიალებში არაერთი ტექნოლოგიური სისტემა დანერგა, მათ შორის მაგალითად, თვითმომსახურების აპარატები, რომელიც სამომხმარებლო გამოცდილებას უფრო კომფორტულს ხდის. ამჯერად ავერსის ერთ-ერთ ფილიალში სააფთიაქო რობოტი დაგხვდებათ, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ფარმაცევტს მომსახურების პროცესს უმარტივებს, მომხმარებელს კი დროს უზოგავს. სააფთიაქო რობოტი გერმანული ბრენდის-Apostore-ს პროდუქტია. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია საუკეთესო ხარისხზეა პასუხისმგებელი. სწორედ Apostore-ს წარმომადგენელი სტუმრობდა ავერსის სააფთიაქო ქსელს და ადგილზე გაეცნო დეტალებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები